loader

ცემა-ტყეპა უკრაინის რადაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცემა-ტყეპა უკრაინის რადაში

უკრაინის უმაღლეს რადაში კომუნისტებსა და ნაციონალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. liga.net-ის ცნობით, დეპუტატებს შორის დაპირისპირება "კომუნისტური პარტიის" ლიდერის, პეტრე სიმონენკოს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ნაციონალისტები დაადანაშაულა, რომ მათ თავიანთი ქმედებებით სეპარატისტებს მაგალითი მისცეს.

"ყოველთვის იმას ვამტკიცებდი, რომ ჩვენთან ნაციონალისტები პროამერიკულ და პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ შევცდი. თქვენ არა ამერიკული სცენარით, არამედ რუსეთის სცენარით მოქმედებდით უკრაინის გასახლეჩად", - განაცხადა პეტრე სიმონენკომ.

"კომუნისტური პარტიის" ლიდერის ამ განცხადების გამო ტრიბუნასთან პარტია "თავისუფლების" დეპუტატები მიიჭრნენ და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, უმაღლესი რადას სპიკერმა, უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკვე განაახლა მუშაობა.