loader

"პატარა ბავშვი არ ხარ" - რაზე იკამათეს ეკა ბესელიამ და გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა ბავშვი არ ხარ" - რაზე იკამათეს ეკა ბესელიამ და გიორგი კანდელაკმა სტრასბურგში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია და გუგული მაღრაძე დეზინფორმაციას უწოდებენ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატებმა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელ სანქციას მხარი არ დაუჭირეს.

საუბარია იმ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ევროსაბჭოში რუსული დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ინფორმაციის "ფეისბუქით" გავრცელების გამო ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი კანდელაკს უსაყვედურა და ურჩია, სანამ ასეთ რამეებს დაწერს, იკითხოს.

ბესელიას განმარტებით, გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს დელეგაცია რეზოლუციის პროექტს მთელი შემადგენლობით უერთდება.