loader

დონეცკში "დროებით სახალხო მთავრობას" აყალიბებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში "დროებით სახალხო მთავრობას" აყალიბებენ

აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის ფონზე, უმაღლესმა რადამ სეპარატიზმზე პასუხისმგებლობა გაამკაცრა. ქვეყნის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ლუგანსკში ადმინისტრაციული შენობის დაკავებისას პრორუსულმა აქტივისტებმა 50-ზე მეტი მძევალი აიყვანეს, რომელთა გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.

მომიტინგეების წარმომადგენლებმა მძევლების შესახებ განცხადება უარყვეს, მაგრამ კიევის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება დაადასტურეს.

ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც ღამით აქციის მონაწილეებისგან სპეცრაზმმა გაათავისუფლა, დღისით ფედერალიზაციის მომხრეების მიტინგი გაიმართა. ღამის შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამი მილიციელი.

მომიტინგეები, რომლებიც დონეცკში საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობას იკავებენ, ბარიკადების გამაგრებას აგრძელებენ.  მათ "დროებითი სახალხო მთავრობის" ფორმირებისა და 11 მაისს დონბასის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადეს.