loader

"არა ნარკოტიკს" - შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას ახალგაზრდები უერთდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა ნარკოტიკს" - შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას ახალგაზრდები უერთდებიან

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და სამხატვრო სკოლების მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ, ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ მიმართულ ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ.

შსს-ს ცნობით, სტუდენტების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ასევე, ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვის აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა ანტინარკოტიკულ თემაზე საკუთარი ესკიზები კედლებზე გადაიტანეს და თანატოლებს მოუწოდეს, უარი თქვან ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებაზე.