loader

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" - აქცია მთავრობის კანცელარიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო საზოგადოება "ივერია" და მასში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დღევანდელი აქციის ჩატარება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და "პრორუსული ორგანიზაციების "სოკოებივით მომრავლებამ განაპირობა".

"ივერიის" წარმომადგენლებმა დღეს გაავრცელებს მიმართვა და მთავრობას ხუთი მოთხოვნით მიმართეს: 1. აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 301-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 318-ე მუხლები, აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა. 2. შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება. 4. კონტროლზე იქნას აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი. 5. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.