loader

რა წაიღო მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მინისტრის კაბინეტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წაიღო მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მინისტრის კაბინეტიდან

დავით ნარმანიამ მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. უკვე ყოფილმა მინისტრმა კაბინეტიდან საკუთარი ნივთებიც წაიღო.

პირველი, რაც მერობის კანდიდატმა კაბინეტიდან წასაღებად შეარჩია, ჩაფხუტი იყო, რომელიც მისი თქმით, სამუშაოდ დედაქალაქშიც დასჭირდება.

ნარმანია დარწმუნებულია, რომ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს და თბილისის მოსაწესრიგებლად აუცილებლად დასჭირდება სამშენებლო ტექნიკაც. სწორედ მინიატურული ტრაქტორი იყო ერთ-ერთი იმ ნივთებიდან, რომელთა წაღებაც ნარმანიამ გადაწყვიტა.

დღესვე თანამდებობიდან წასული ნარმანია პროექტ "მოხეტიალე წიგნებში" ჩაერთო და თბილისის უბნებში "სახეტიალოდ გასაშვებად" საკუთარი ნივთებიდან სამი წიგნი - თომას მანის "ჯადოსნური მთა", ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები და მისი თანაავტორობით გამოცემული წიგნი "საზოგადოებრივი ადმინისტრირება" შეარჩია.