loader

რომელია ყველაზე რთული სამსახური მსოფლიოში? - საოცრად ემოციური ვირუსული რეკლამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელია ყველაზე რთული სამსახური მსოფლიოში? - საოცრად ემოციური ვირუსული რეკლამა

დათანხმდებოდით ისეთ ვაკანსიაზე, სადაც 24 საათის მანძილზე ფეხზე დგომა მოგიწევთ შესვენების, სადილის, დღესასწაულებზე დასვენებისა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე? რა თქმა უნდა, არა!

სწორედ ამ მოთხოვნებით გამოაქვეყნა ვაკანსია "ოპერაციების ხელმძღვანელი" ბოსტონში მოქმედმა სააგენტომ და სამსახურის მაძიებლებთან ონლაინ-გასაუბრება ჩაატარა. აპლიკანტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ ურთულესი სამუშაოს შესრულება მოუწევდათ, თანაც ანაზღაურების გარეშე. "ეს არაადამიანობაა!" "სიგიჟეა, ამას არავინ დათანხმდება" - ამბობენ დასაქმების მსურველები.

ვიდეორგოლს ემოციური დასასრული აქვს. "თქვენ სამსახურზე უარს ამბობთ, მაგრამ იცით, რომ ამ სამუშაოს მსოფლიოში ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ასრულებს?" - ეკითხება აპლიკანტებს გამსაუბრებელი. "და ვინ არიან ისინი?" - ცინიკურად კითხულობენ აპლიკანტები და შეკითხვაზე მოულოდნელ პასუხს იღებენ: "ეს ადამიანები დედები არიან".

ასევე იხილეთ:

რას ფიქრობენ ბავშვები საკუთარ დედებზე

როცა დედა შვილის ყველაზე საშიში მტერია - შემზარავი სოციალური რეკლამა

"მადლობა დედა" - სოჭის ოლიმპიადისთვის ემოციური ვიდეო გადაიღეს

World's Toughest Job - Inspirational video that goes viral - Watch video on georgianews.ge