loader

მოსკოვის ქუჩებში ავტომობილი-მოჩვენება დადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის ქუჩებში ავტომობილი-მოჩვენება დადის

დასავლური პრესა მეორე დღეა ინტერესით განიხილავს მოსკოვის გზაზე მომხდარ იდუმალებით მოცულ ინციდენტს. ერთ-ერთი ავტომობილის ვირეორეგისტრატორმა Mercedes-მოჩვენება გადაიღო, რომელიც გაურკვეველია, საიდან გაჩნდა გზაზე და ქალაქის ერთ-ერთ გადატვირთულ გზაჯვარედინზე პატარა ავარია გამოიწვია.

ვიდეორგოლი ინტერნეტში მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა მისი ახსნა ვერავინ შეძლო. ახლახან ინციდენტს ცნობილი ბრიტანული შოუს, Top Gear-ის მესვეურებიც კი გამოეხმაურნენ: "ჩვენ ვიდეო ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ მაინც ვერ მივხვდით, რა ხდება - ამიტომ ახლა თქვენი ჯერია, გამოიცნოთ... ჩვენ კი გვეშინია", - წერს პოპულარული ბრიტანული ტელე-შოუ.

მომხმარებლები ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ მოწოდებას. შედეგად, Top Gear-ის საიტზე ყველაზე დიდი პოპულარობით შემდეგი ვერსია სარგებლობს: "რუსეთი უკრაინასთან ომისთვის ემზადება, უხილავი თავდასხმების ტექნოლოგიის დახვეწით".

ასევე იხილეთ:

წარმოუდგენელი ტრიუკები სატვირთო მანქანებით

რუსეთის გზებზე გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები