loader

რომის პაპმა სნეულებსა და ხეიბრებს ფეხები დაბანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპმა სნეულებსა და ხეიბრებს ფეხები დაბანა

რომის პაპმა ფრანცისკმა ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, მესის მსვლელობისას, 12 ხეიბარსა და სნეულს ფეხები დაბანა და ეამბორა. მესა რომში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრში არსებულ ტაძარში.

ეს რიტუალი საიდუმლო სერობაზე სახარების მონათხრობს ეფუძნება, რომელზეც იესო ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით ძმური სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. "მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ იესომ დაგვიტოვა, მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს ვემსახუროთ", - თქვა ფრანცისკმა ქადაგებისას.

პაპმა ფეხები 16-დან 86 წლამდე რვა მამაკაცსა და ოთხ ქალს დაბანა. მათ შორის იყო სამი უცხოელი. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი, 75 წლის ლივიეც ჰამედი მაჰმადიანია.