loader

ყავის ჭიქა, რომელიც სმარტფონს ინფორმაციას უცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყავის ჭიქა, რომელიც სმარტფონს ინფორმაციას უცვლის

ფინელებმა შექმნეს ყავის ჭიქა Muki, რომლის დახმარებითაც ინტერნეტში შესვლაა შესაძლებელი. ყავის კომპანია Paulig-ის თანამშრომლისა და Muki-ის ერთ-ერთი შემქმნელის თქმით, ახალ მოწყობილობაში უნიკალური ტექნოლოგიაა გამოყენებული.

ჭიქა ეკრანითა და Bluetooth-ითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სმარტფონთან დაკავშირება. ეკრანი გაცხელებისგან მიღებული ენერგიის ხარჯზე ირთვება - ანუ მაშინ, როცა ჭიქაში ცხელ წყალს ასხამენ.

Bluetooth-ის წყალობით ჭიქის ეკრანზე ნებისმიერი გამოსახულების - საკუთარი ფოტოს, მეგობრის შეტყობინების, სხვადასხვა წარწერის, ინტერნეტიდან მიღებული სურათისა და  კომიქსის გამოტანაა შესაძლებელი. გარა ამისა, სმარტფონთან შეერთების შემდეგ ეკრანზე ყავის ტემპერატურა ჩნდება.

ჭიქა გაყიდვაში 2015 წლის დასაწყისში ჩაეშვება. ამჟამად ინოვაცია საჯარო ტესტირებისთვის ემზადება, რომლიც ნახვა ონლაინ-რეჟიმში იქნება შესაძლებელი.