loader

იესოს დატირება - დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საოცარი საგალობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იესოს დატირება - დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საოცარი საგალობელი

წითელ პარასკევს ტაძრებში გარდამოხსნა სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესს კათოლიკოს-პატრიარქი და სასულიერო პირები ასრულებენ.

საკურთხევლიდან გამობრძანების შემდეგ გარდამოხსნას სპეციალურ სადგამზე აბრძანებენ. იქამდე კი კითხულობენ სპეციალურ ლოცვებს, ასევე, წმინდა სახარებიდან ადგილს, რომელიც უფლის ჯვარცმას და უფლის ჯვარზე გაკვრას ასახავს.

გარდამოხსნის დაბრძანების შემდეგ სასულიერო პირები მეტანიას ასრულებენ. მსახურების დასასრულ, იკითხება ღვთისმშობლის დატირება და იესოს ლოცვა "ნუ მტირ მე, დედაო", მგალობლები ასრულებენ დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილ იესოს საგალობელს.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.