loader

ტანით შეერთებულმა ტყუპმა დაშორებაზე უარი თქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტანით შეერთებულმა ტყუპმა დაშორებაზე უარი თქვა

ცენტრალური ინდოეთის ქალაქ რაიპურის მახლობელ პატარა სოფელში, რაჯა კუმარის ოჯახში 12 წლის წინ, 5 ქალიშვილის შემდეგ სიამის ტყუპი ვაჟი დაიბადა. მას შემდეგ იქაურები შივანათჰისა და შივრამის თაყვანს სცემენ, როგორც ღვთაებას. ახლახან ექიმებმა მშობლებს შესთავაზეს მათი დაშორება, თუმცა ტყუპი წინააღმდეგია. ეს არც მამას სურს, - უმჯობესია, ისე დარჩნენ, როგორც ღმერთმა გააჩინაო. ტყუპს აქვს ცალ-ცალკე ხელები, ფილტვები და გული, ხოლო საერთო - კუჭი და ორი ფეხი. ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად ძმებმა მიაღწიეს იმას, რომ დამხმარის გარეშე ჭამენ, ბანაობენ, იცვამენ, ივარცხნიან...

იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზე