loader

ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - სააღდგომო მესის ტრადიცია ვატიკანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - სააღდგომო მესის ტრადიცია ვატიკანში

ბოლო რამდენიმე წელია, სააღდგომო მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქართული ხატის გამობრძანებით იწყება. ასე მოხდა წელსაც. რომის პაპმა ფრანცისკმა 20 აპრილს, აღდგომის დილით ტრადიციულად მიმართა კათოლიკურ სამყაროს და არც მართლმადიდებელი მრევლი დაივიწყა, რადგან წელს მთელი ქრისტიანული სამყარო ერთად აღნიშნავს უფლის ბრწყინვალე აღდგომას. სააღდგომო მესას წმინდა პეტრეს მოედანზე 150 ათასი მორწმუნე დაესწრო.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც წლებია კათოლიკური სამყაროს სულიერი მწყემსი ლოცულობს, ქართველმა ხატმწერმა ამირან გოგლიძემ დაწერა. პაპმა ფრანცისკმა სიტყვის წარმოთქმამდე მართლმადიდებლურ მაცხოვრის ხატთან ილოცა და საკმეველი აკმია მას.

წაიკითხეთ ხატის შექმნის ისტორია ambebi.ge-ზე

The Pope prays to Georgian icon - Easter tradition of Catholics - Watch video on georgianews.ge