loader

"არ მგონია, საქართველოში ასეთი დრო დადგეს: "ჩემი გოგო კაი გოგოზე გათხოვდა" - ნუკრი ქანთარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მგონია, საქართველოში ასეთი დრო დადგეს: "ჩემი გოგო კაი გოგოზე გათხოვდა" - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის წინააღმდეგ და ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში შესწორების შეტანის ინიციატივით გამოდის.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში უნდა იყოს ჩანაწერი, რომ სახელმწიფოსთვის დაუშვებელია სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის წახალისება. "კანონპროექტში, ჩამონათვალშია სექსუალური უმცირესობა და გენდერული იდენტობა. ბუნებრივია, რომ არც ეს ხალხი უნდა დაიჩაგროს, მაგრამ აქ არის სიფრთხილე და შიში იმისა, რომ რადგან ჩამონათვალშია, ეს ხომ არ ნიშნავს მის წარმოჩენას ჩვეულებრივ წესად. ეს არ არის ჩვეულებრივი, ეს გადახრაა, ანომალია. ამიტომ რაღაცნაირად უნდა აღინიშნოს კანონპროექტში, რომ ეს არ იქცეს პროპაგანდის და წახალისების საშუალებად და ამის გამაბათილებელი ჩანაწერიც უნდა არსებობდეს", - მიაჩნია ქანთარიას.

ქანთარიას თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო.