loader

ტრადიციულად შიშველი "ფემენის" მარში ფაშიზმის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრადიციულად შიშველი "ფემენის" მარში ფაშიზმის წინააღმდეგ

"ფემენი" ფაშიზმის წინააღმდეგ - პარიზში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი ევროპარლამენტში თავის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებდა, მოძრაობა "ფემენის" აქტივისტებმა ტოპლეს-მარში მოაწყეს.

აქტივისტების თქმით, ულტრამემარჯვენე ევროპული პარტიები ძალების გაერთიანებას ცდილობენ. ამიტომაც "ფემენმა" ევროპაში "ფაშიზმის ეპიდემიის" შეჩერება გადაწყვიტა. "დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ განვაცხადოთ: ფაშიზმი, ფაშისტური ეპიდემია ყველგან იწყებს გავრცელებას. დღეს ჩვენ საერთაშორისო კამპანიას ვიწყებთ - აქტივისტები აქ ყველა ევროპული ქვეყნიდან შეიკრიბნენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ბრძოლას ფაშისტურ ეპიდემიასთან. ჩვენ ვიცით, როგორ განვკურნოთ და ამისთვის ეფექტური გეგმაც გვაქვს," - განაცხადა მოძრაობა "ფემენის" ლიდერმა ირინა შევჩენკომ.