loader

ჩინეთს ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთს ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს

23 აპრილს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთს ძლიერი ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს. მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევდა. ამასთან, ხილვადობა 20 მეტრამდე შემცირდა. ქარიშხალს საფრთხის ყველაზე მაღალი - "წითელი" დონე მიენიჭა.

მეტეოროლოგების თქმით, ასეთი სიმძლავრის ქვიშის ქარიშხალმა ჩინეთს ბოლოს 1996 წელს გადაუარა. თვითმხილველების თქმით, ქვიშის ქარიშხალი მოულოდნელად ამოვარდა, დაბნელდა და სუნთქვა და თვალების გახელა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

მომზადებულია korrespondent.net-ის მიხედვით.