loader

უჩვეულო გამოფენა მეტრო სადგურ "თავისუფლების მოედნის" ფოიეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო გამოფენა მეტრო სადგურ "თავისუფლების მოედნის" ფოიეში

10 განსხვავებული შინაარსის ფოტო ერთი ძირითადი თემის გარშემო - "მეც მოქალაქე ვარ" - ამ სახელწოდებით მეტრო სადგურ "თავისუფლების მოედნის" ფოიეში გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების თემაზე შეიქმნა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პირადობის მოწმობის არ ქონის გამო ასეთ ბავშვებს კანონი ვერ იცავს. მათ არ იღებენ სკოლაში და არ უწევენ კუთვნილ სამედიცინო დახმარებას.

მეტროში გამოფენილი პლაკატები ბავშვების მიერ კედელზე დახატული პორტრეტების და ტექსტების გამოყენებით შეიქმნა. გამოფენის ორგანიზატორებს ამ სოციალური აქციით სურთ მოუწოდონ როგორც სახელმწიფოს, ასევე რიგით მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ.