loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის ექვსი პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი: 1968 წელს დაბადებული მაია მ, 1959 წელს დაბადებული გოჩა ტ, 1960 წელს დაბადებული ალექსანდრე მ. და 1977 წელს დაბადებული ცირა მ. – თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული ლალი ხ. და 1972 წელს დაბადებული ირმა ი. ფოთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები თბილისსა და ფოთში, მათ მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა სასტუმროს ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ სისტემატურად უთმობდნენ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
ექვსივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

Man wounds his wife and admits to murder of two women - Watch the video on georgianews.ge