loader

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამუკა რ. და 1970 წელს დაბადებული მარინე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა რ-მ და მარინე კ-მ ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს. სამართალდამცველებმა მარინე კ-ს პირადი ჩხრეკისას 9,5279 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,859229 გრ ჰეროინს შეიცავს და 2 აბი, რომელიც 0,8 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეტადონს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მამუკ რ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.