loader

დაპირისპირება იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ჩვილის ახლობლებსა და ექიმებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ჩვილის ახლობლებსა და ექიმებს შორის

იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის, დავით ვეფხვაძის ახლობლებსა და კლინიკის ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოჯახის ახლობლები არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკის ექიმებმა აღნიშნული პაციენტის ბაბუის მიერ პაატა გვეტაძის ცემასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. ექიმების თქმით, ბოლო დროს ექიმებზე თავდასხმა გახშირდა, რაც მიუღებელია.

ასევე იხილეთ:

"შეუძლებელია ყველა ბავშვის გადარჩენა..." - რას ითხოვს იაშვილის კლინიკაში დაღუპული ჩვილის ოჯახი