loader

დაღუპული ჩვილის ბაბუის მიერ ექიმის ცემის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღუპული ჩვილის ბაბუის მიერ ექიმის ცემის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

იაშვილის სახელობის კლინიკის ეზოში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ფაქტი, როგორ გაუსწორდა ფიზიკურად დაღუპული ჩვილის ბაბუა ბავშვის მკურნალ ექიმს, პაატა გვეტაძეს. ინციდენტი 28 აპრილს მოხდა.

იაშვილის კლინიკაში წლინახევრის დავით ვეფხვაძე 25 აპრილს გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, ბავშვის დაღუპვის მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, რაც თანდაყოლილი პათოლოგიის ფონზე განვითარდა. ოჯახის ახლობლები არ ეთანხმებიან ექიმებს. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

ასევე იხილეთ:

დაპირისპირება იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ჩვილის ახლობლებსა და ექიმებს შორის

"შეუძლებელია ყველა ბავშვის გადარჩენა..." - რას ითხოვს იაშვილის კლინიკაში დაღუპული ჩვილის ოჯახი

Grandfather of deceased baby beats doctor - surveillance footage - Watch the video on georgianews.ge