loader

არქეოლოგების ვარაუდით, ეგვიპტურ სამარხში ქრისტეს უძველესი გამოსახულება იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არქეოლოგების ვარაუდით, ეგვიპტურ სამარხში ქრისტეს უძველესი გამოსახულება იპოვეს

კატალონიელი არქეოლოგების ჯგუფმა ძველ ეგვიპტურ სამარხში, როგორც ისინი ვარაუდობენ, იესო ქრისტეს უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს. მკვლევარებმა კაიროდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარე ძველეგვიპტურ ქალაქში, რამდენიმე სამარხისგან შემდგარი VI-VII საუკუნეებით დათარიღებული მიწისქვეშა ნაგებობა აღმოაჩინეს. კედლებზე დახატულ კოპტურ გამოსახულებებთან ერთად კი ნახატი იპოვეს, რომელიც წამყვანმა არქეოლოგმა ხოსე პადრომ ასე აღწერა: "ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულება, მხრებზე დაყრილი თმით. მას მოკლე ტუნიკა აცვია და ხელი აქვს აწეული, თითქოს ვიღაცას ლოცავს". პადრო თვლის, რომ მათ შესაძლოა, საქმე იესო ქრისტეს ყველაზე ადრეულ გამოსახულებასთან ჰქონდეთ.

არქეოლოგების აზრით, სამარხი ძველეგვიპტური ქალაქის ცნობილ მწერალსა და მღვდელს ეკუთვნოდა. ამჟამად მკვლევარები ნახატის გარშემო არსებულ წარწერებს თარგმნიან.