loader

ჭარბწონიანი ქალი 17 წლით უმცროს ბიჭზე დაქორწინების ხათრით 116 კგ-ს დაიკლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭარბწონიანი ქალი 17 წლით უმცროს ბიჭზე დაქორწინების ხათრით 116 კგ-ს დაიკლებს

აიოვას შტატში მცხოვრები ჩარიტი პირსი 347 კილოგრამს იწონის. 39 წლის ქალს ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში დახმარება ტელეარხმა TLC-მ და ერთ-ერთმა კლინიკამ შესთავაზეს. თუმცა კუჭის ოპერაციის გაკეთებამდე ექიმები დაჟინებით მოითხოვენ, ქალმა 116 კილოგრამი დაიკლოს.

ჩარიტი პირსს წონის დასაკლებად ახლა კიდევ ერთი მოტივაცია აქვს - 17 წლით უმცროსი ბოიფრენდი, 22 წლის ტონი საუერი. მასზე დაქორწინება ერთ-ერთი პირველი იქნება, რასაც ჭარბი წონის მოშორების შემდეგ გააკეთებს. "მინდა საკურთხეველთან საკუთარი ფეხით მივიდე, ჩავიცვა საქორწილო კაბა, კოვბოის ჩექმები და მთელი ღამე ვიცეკვო წვეულებაზე" - ასე წარმოუდგენია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჭარბწონიან ქალს საკუთარი ქორწილი.

19 წლის ქალიშვილი და 22 წლის ბოიფრენდი ძალას არ იშურებენ ჩარიტის დასახმარებლად. ჭარბწონიანი ქალი ახლა დღეში 1200 კალორიას იღებს, როცა რამდენიმე თვის წინ მისი ყოველდღიური ულუფა 10 ათასი კალორიისგან შედგებოდა.