loader

რა იქნებოდა ადამიანებს ჭერზე და კედლებზე სიარული რომ შეეძლოთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იქნებოდა ადამიანებს ჭერზე და კედლებზე სიარული რომ შეეძლოთ?

რა იქნებოდა ადამიანებს გრავიტაციის ძალა რომ დაეძლიათ და კედლებსა და ჭერზე სიარული შესძლებოდათ? ალბათ ბავშვობაში მაინც გაგჩენიათ ეს კითხვა, ძილის წინ ჭერს რომ აჰყურებდით. ახლა კი ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი კი არა, რეალობაა.

ჩინეთში, შანხაის ერთ ძველ უბანში თავდაყირა სახლი ააშენეს, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას. ეს უჩვეულო ნაგებობა პოლონელი არქიტექტორის დაპროექტებულია. მშენებლობა ნოემბერში დაიწყო და ხუთ თვეში დასრულდა. თავდაყირა სახლში შესვლა 30 იუანი ანუ ხუთი დოლარი ღირს, ფოტოების გადაღება კი შეუზღუდავია.