loader

სიკვდილმა მილიმეტრებში ჩაუარა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიკვდილმა მილიმეტრებში ჩაუარა...

ჩინეთში, ანჰუის პროვინციაში მოპედის მძღოლი და მგზავრი სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. ისინი გზაჯვარედინზე შუქნიშანზე იდგნენ და თავიანთ გზას ელოდნენ, როცა უეცრად, ჩამვლელ ფურგონს მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა დაარტყა და ტროტუარზე გაათრია.

გზიდან მოსროლილმა მანქანამ მილიმეტრებში ჩაუარა შუქნიშანზე მდგომებს. ფურგონის მძღოლი, რომელიც დარტყმისას მანქანიდან გადმოვარდა, მძიმედ დაშავდა. მეორე მანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩა ავარიას. რაც შეეხებათ მოპედის მგზავრებს, მათ მშვიდად გააგრძელეს გზა, ვითომ აქ არაფერიო.