loader

დავით კოდუა ვაკეში სალონთან სცემეს, სადაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მიყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კოდუა ვაკეში სალონთან სცემეს, სადაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მიყვანილი

თბილისში, აბაშიძის 52 ნომერთან, სადაც დღეს დავით კოდუა სცემეს, კრიმინალისტებმა იმუშავეს. ახლომდებარე ობიექტების თანამშრომლების თქმით, როდესაც შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა, დავით კოდუა უკვე ძლიერად იყო ნაცემი და გონება დაკარგული ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, დავით კოდუა მცირეწლოვან შვილთან და შვილის ძიძასთან ერთად სილამაზის სალონში იმყოფებოდა.

ამასთან, აბაშიძის 52-თან ახლოს მდებარე ობიექტების თანამშრომელთა ინფორმაციით, შემთხვევის ადგილთან ახლოს არც ერთი კამერა არ არის დამონტაჟებული.

ასევე იხილეთ:

დავით კოდუას მოტეხილობები სახესა და თავის არეში აღენიშნება

"ჩვენ ხომ არ გვჯერა რომ "ინაპლანეტელები" ჩამოვიდნენ დათო კოდუას საცემად?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი