loader

"პალიტრა L" "საუკეთესო საბავშვო გამომცემლობის" ნომინაციის გამარჯვებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა L" "საუკეთესო საბავშვო გამომცემლობის" ნომინაციის გამარჯვებულია

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საბავშვო წიგნის მესამე ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა. საყმაწვილო წიგნების გამომცემლობები და ავტორები სხვადასხვა ნომინაციებში იყნენ წარდგენილი. ნომინაციაში "საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა" გამარჯვებული "პალიტრა L" გახდა.

სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო-საყმაწვილო წიგნების გამოფენა-გაყიდვა სამების საკათედრო ტაძარში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საბავშვო წიგნის ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე მესამედ იმართება.

“Palitra L” was named ‘Best Children’s Book Publisher’ - Watch the video on georgianews.ge