loader

”იდენტობის” წევრები ერის გამყიდველები და მოღალატეები არიან” - რა იგეგმება თბილისში 17 მაისს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”იდენტობის” წევრები ერის გამყიდველები და მოღალატეები არიან” - რა იგეგმება თბილისში 17 მაისს

საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაკა ნიკოლაშვილმა, 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ”რეპორტიორის” პრესკლუბში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პირდაპირ კავშირშია 17 მაისთან, კანონის მიღება კი საქართველოს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფაა.

ამასთან, მისი გაცხადებით, საინიციატივო ჯგუფი და მართლმადიდებელი მრევლი 17 მაისს ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე აქცია-მსვლელობას გეგმავს.

მან ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" შესახებ და განაცხადა, რომ ისინი ”ერის გამყიდველები და მოღალატეები არიან”.

ავტორი: სალომე შიხაშვილი