loader

ავღანეთიდან 150 სამხედრო დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთიდან 150 სამხედრო დაბრუნდა

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. დღეს დილით ბატალიონის ბოლო ნაკადი - 150 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით, ავღანეთიდან დაბრუნდა.

სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ალექსეევკას აეროპორტში დახვდნენ.

31-ე ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია, აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში, ჰელმანდის პროვინციაში 7 თვის განმავლობაში შეასრულეს. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.