loader

"ბიოს" შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ 26 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიოს" შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ 26 წლის მამაკაცი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ავთანდილ ჯ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 19,5442 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ბიოაქტიურ ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).