loader

მთვრალი მამაკაცი სიდნეის ოპერის თეატრის შენობის სახურავზე აძვრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალი მამაკაცი სიდნეის ოპერის თეატრის შენობის სახურავზე აძვრა

არავინ იცის, რატომ აძვრა მთვრალი ავსტრალიელი სიდნეის ოპერის თეატრის სახელგანთქმული შენობის სახურავზე. შეიძლება პროტესტის ნიშნად, თუმცა არც ისაა ცნობილი, რას აპროტესტებდა. პოლიციამ მისი ეს საქციელი მისივე სიცოცხლისთვის სახიფათოდ ჩათვალა და მოურიდებლად დაურღვია მყუდროება. ერთსაათიანი მოლაპარაკების მერე, რა დროსაც მაშველები სახურავზე წამოწოლილი მამაკაცის ფეხზე წამოყენებას ცდილობდნენ, როგორც იქნა, უსაფრთხოების სარტყელი გაუკეთეს და მიწაზე დაეშვნენ. ამასობაში, ოპერის თეატრთან შეკრებილ ტურისტებს და სეირის მოყვარულებს დრო არ დაუკარგავთ და ფოტოების გადაღებით გული იჯერეს.