loader

მასწავლებელმა მოსწავლეს "საგანმანათლებლო მიზნებისთვის" გაკვეთილზე სიგარეტი მოაწევინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასწავლებელმა მოსწავლეს "საგანმანათლებლო მიზნებისთვის" გაკვეთილზე სიგარეტი მოაწევინა

რუსი სამართალდამცველები ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეორგოლით დაინტერესდნენ, რომელშიც რუსეთის საშუალო სკოლის მასწავლებელი მე-9 კლასის მოსწავლეს სიგარეტს აწვდის და კლასში მოწევის უფლებას აძლევს. პედაგოგი მოსწავლეს ბოლის გამოშვებას მარლაში სთავაზობს, შემდეგ კი ქსოვილზე დარჩენილ ყავისფერ ნაკვალევს დანარჩენ მოსწავლეებს აჩვენებს.

ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო, რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ გოროდეცის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსეი კოლესოვია აღბეჭდილი. პედაგოგის თქმით, ამ გზით მას ბავშვებისთვის ნიკოტინის შეზიზღება სურდა. იგი მოსწავლეებს უხსნიდა, რომ მწეველის ფილტვებში ზუსტად ისეთივე ყავისფერი ფენა ილექება, რაც მარლაზე რჩება.

მაგრამ მშობლებმა აღნიშნული პედაგოგიური აღმოჩენა ვერ დააფასეს: აღშფოთებულებმა სამართალდამცველებს საჩივრით მიმართეს.