loader

რატომ აკეცეს საფრანგეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წითელი ხალიჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აკეცეს საფრანგეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წითელი ხალიჩა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, სხვა ოფიციალური პირები. ძლიერი წვიმის გამო სტუმრის დახვედრისთვის გამზადებული წითელი ხალიჩის აღება გახდა საჭირო.

საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა. ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა, გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით, კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. თბილისს ის დღესვე, 21:45 საათზე დატოვებს.