loader

ღარიბაშვილი და ივანიშვილი მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილი და ივანიშვილი მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას დაესწრნენ

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე დაესწრნენ.

ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა 9.00 საათზე დაიწყო და ის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ აღავლინა. აღსანიშნავია, რომ ლოცვა, ქართული ენის პარალელურად, ისმოდა ინგლისურ ენაზეც, რადგან საქართველოს ამერიკელი სასულიერო პირები სტუმრობენ, რომლებიც ამერიკიდან ღვთისმშობლის მირონმდინარე სასწაულმოქმედ ხატს ჩამოჰყვნენ. აღნიშნული ხატი მახათას მთაზე მდებარე ტაძარში დღეს, დილის 08:00 საათზე მიაბრძანეს და მასთან მიახლოება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

Gharibashvili and Ivanishvili attended sermon on Mount Makhata with spouses - Watch the video on georgianews.ge