loader

რა საწვავი იყიდება საქართველოში: უკონტროლო ხარისხი და დაბინძურებული ჰაერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საწვავი იყიდება საქართველოში: უკონტროლო ხარისხი და დაბინძურებული ჰაერი

რა საწვავს მოიხმარს თბილისში მოძრავი ათეულათასობით ავტომობილი და რამდენად დაბინძურებულია გარემო დედაქალაქში - სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ სავალალო შედეგები აჩვენა. ბენზინში გოგირდის შემცველობის ნორმა, საქართველოს კანონმდებლობით, 150 მილიგრამია, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით 10 მილიგრამი კილოგრამზეა.

რაც შეეხება დიზელს, "სოკარის" საწვავში გოგირდის შემცველობა 600 მილიგრამს აჭარბებს, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეს მაჩვენებელი 200 მილიგრამს უნდა შეადგენდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ფარდობაზე ევროპულ მაჩვენებელთან - ევროსტანდარტით, დიზელში გოგირდის შემცველობა მხოლოდ 10 მილიგრამია.

უკონტროლო საწვავზეა საუბარი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშიც, რომელშიც ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული რამდენიმე დარღვევა მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანია "ვისოლის" მიერ იტალიურად გასაღებული საწვავი API, სულაც არ არის იტალიური. იტალიის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში API-სუპერის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა. კვლევის თანახმად, "ვისოლმა", ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იტალიურად ნიშანდებული საწვავის ექსპორტი საბერძნეთიდან ხორციელდებოდა.

იხილეთ ვრცლად: "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება "ჰაერი, როგორც საფრთხე"