loader

პატრიარქი სტუმრად წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი სტუმრად წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლაში

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლას ესტუმრა, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები დალოცა.

პატრიარქი სკოლას 22 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესტუმრა. მან სკოლის სამლოცველო, ასევე, შენობები მოინახულა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

როგორც წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის დირექტორმა თამარ შაკიაშვილმა განაცხადა, მათი სკოლა საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეს სკოლა საქართველოში საპატრიარქოს მიერ შექმნილი მეორე გიმნაზიაა. დღეისათვის სკოლაში 550 ბავშვი სწავლობს და 100-ზე მეტი პედაგოგი ასწავლის.