loader

სამაშველო ოპერაცია სტეფანწმინდაში: პარაპლანით ფრენისას ინდოელი ტურისტი ხეობაში ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაცია სტეფანწმინდაში: პარაპლანით ფრენისას ინდოელი ტურისტი ხეობაში ჩავარდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ხეობაში ჩავარდნილი ინდოეთის მოქალაქე სამევი ვიქარულ ისლამი ამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა სტეფანწმინდაში, პარაპლანით ფრენისას, ინდოელი ტურისტი ერთ-ერთ ხეობაში ჩამოვარდა.

სამევი ვიქარულ ისლამის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მაშველებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და საკაცით ხეობიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანამდე ჩამოიყვანეს. ამ დროისთვის სამევი ვიქარულ ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Rescue operation in Stepantsminda - Indian tourist fell while paragliding - Watch the video on georgianews.ge