loader

"ეს დღე დავიცავით შარშან და ყოველთვის დავიცავთ" - მრევლის მსვლელობა რუსთაველზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს დღე დავიცავით შარშან და ყოველთვის დავიცავთ" - მრევლის მსვლელობა რუსთაველზე

ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მრევლმა მსვლელობა დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. მსვლელობაში მონაწილე მრევლს სასულიერო პირები მიუძღვებიან. მსვლელობის მთავარი ლოზუნგი - "17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" მსვლელობის მონაწილეებს დიდი ტრანსფარანტებით მიქვთ. სასულიერო პირები გზის კურთხევას ახორციელებებენ, მსვლელეობის მონაწილეები კი საგალობლებს ასრულებენ.

"სამწუხაროდ, 17 მაისი მსოფლიოში არის მამათმავლობის დაბადების დღე, ანუ მათი ნორმად გამოცხადების დღე, რაც ქრისტეს წინააღმდეგია. ამიტომ ვანახებთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს დღე, რომელიც ჩვენ დავიცავით შარშან და დავიცავთ ყოველთვის, არის სიწმინდის, ოჯახის დღე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე" - ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ჩოხოსანი მამაკაცი.

ასევე იხილეთ: მრევლის და სამღვდელოების მსვლელობა გალობით