loader

დარიალში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბი შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარიალში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბი შექმნა

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა და მდინარე თერგი დააგუბა. პირველადი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.