loader

ბარნოვის ქუჩაზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარნოვის ქუჩაზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

შემთხვევა დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ბარნოვის ქუჩა #84-ში ცოტა ხნის წინ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დაახლოებით 5 მასრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.