loader

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მთავარ პროკურორს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მთავარ პროკურორს მიმართავს

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე დღეს წერილი შეიტანეს.

როგორც კულტურის სამინისტროს ფოიეში გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილ წერილში ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღუდგეს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

კომიტეტის წევრები, ასევე, იმ ადამიანების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნეს.

კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას სახელზე შეტანილ წერილს 40-მდე ადამიანი აწერს ხელს.

ავტორი: გიორგი დადიანი