loader

სეტყვის მთები სან-პაულუს ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სეტყვის მთები სან-პაულუს ქუჩებში

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რომელსაც თან სეტყვა ახლდა. სეტყვით დაფარულმა ქუჩებმა და სახლების სახურავებმა ზამთრის შთაბეჭდილება შექმნა.

სტიქიამ ტრანსპორტის მოძრაობა გაართულა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ერთმეტრიანი ყინულის ფენის გამო იგი საკუთარი მაღაზიის კარის გაღებას ვერ ახერხებდა.

ამავე დროს, სან-პაულუს მცხოვრებლები მათთვის იშვიათ მოვლენას სიხარულით შეხვდნენ - სეტყვით დაფარულ ქუჩებს ფოტოებსა და ვიდეოს უღებდნენ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.