loader

ირანელი ახალგაზრდები ცეკვის გამო დააპატიმრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანელი ახალგაზრდები ცეკვის გამო დააპატიმრეს

ერთი თვის წინ ექვსმა ირანელმა ახალგაზრდამ ფარელ უილიამსის ჰიტად ქცეულ სიმღერა Happy-ზე კლიპი გადაიღო და youtube-ზე ატვირთა. ვიდეო თეირანში, სახლების სახურავებსა და ეზოებში მალულად გადაიღეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში 25 წლის თეირანელი გოგო-ბიჭების უწყინარი გართობის კადრები გავრცელდა, პოლიციამ "დამნაშავეების" ძებნა დაიწყო.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ჰუსეინ საიედინის განცხადებით: "ახალგაზრდებმა გადაიღეს ვულგარული ვიდეო, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოების მორალს. ჩვენი ახალგაზრდობა უნდა მოვარიდოთ მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას".

ვიდეოში სამი გოგონა და სამი ბიჭი მონაწილეობს. ისინი ერთად ცეკვავენ, გოგონებს არ აცვიათ ჰიჯაბი. ჯერჯერობით უცნობია, რა განაჩენს გამოუტანენ ახალგაზრდებს. მომღერალმა ფარელ უილიამსმა ირანელ თაყვანისმცემლებს მხარდაჭერა "ტვიტერში" გამოუცხადა.

ასევე იხილეთ:

ფარელ უილიამსის Happy მუსიკის გარეშე სასაცილო და მოსაწყენია

ბედნიერი ადამიანების სიმღერა - ვიდეოკლიპი, რომელიც 24 საათს გრძელდება