loader

ანტისანიტარია და არასწორი შენახვის პირობები - რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი ყველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტისანიტარია და არასწორი შენახვის პირობები - რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი ყველი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავე ხდება. სიცხე, არასწორი შენახვის პირობები, სანიტარული ნორმების დაუცველობა - ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საქმე ქუჩაში, ტროტუარებზე გასაყიდად გამოტანილ საკვებს, მათ შორის კი, რძის პროდუქტებს შეეხება. ყველაზე ხშირად ტროტუარებზე მოწყობილ სახელდახელო დახლებზე პოლიეთილენის პარკებში გახვეული ყველი გვხვდება.

ყველით ვაჭრობისას სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. "სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი ლია თოდუა ამბობს, რომ ყველით ვაჭრობისას დაცული უნდა იყოს შენახვის პირობებიც.

ყველი ერთ-ერთი სასარგებლო, თუმცა მალფუჭებადი პროდუქტია. მისი შენახვის და რეალიზაციის დროს სანიტარული ნორმების დარღვევა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

Cheese sold in streets – are sanitary norms kept? - Watch the video on georgianews.ge