loader

პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცმა ჩარლზმა ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა

პრინცმა ჩარლზმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" იუწყება.

"პუტინი ახლა იმავეს იმეორებს, რასაც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა", - განაცხადა პრინცმა ჩარლზმა კანადაში ვიზიტისას. ეს განცხადება პრინცმა იმ ქალბატონთან შეხვედრისას გააკეთა, რომელსაც ნათესავები ჰოლოკოსტის დროს დაეღუპა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს ივნისში, საფრანგეთში ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის იუბილეზე შეხვდებიან.