loader

"ვინ რაზე დავობს, ეს დღის წესრიგში არ დგას" - სომხეთის კულტურის მინისტრმა ვერცხლის ქუჩაზე ეკლესია მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ რაზე დავობს, ეს დღის წესრიგში არ დგას" - სომხეთის კულტურის მინისტრმა ვერცხლის ქუჩაზე ეკლესია მოინახულა

ქართული მხარე ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის რესტავრაციას გეგმავს. სომხური ეპარქია მიიჩნევს, რომ ეკლესია სომხურია და ის "სურბ-ნიშანის" სახელით არის ცნობილი. საქართველოს საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით კი, ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა, იგი თავდაპირველად ქართული იყო და ის შემდგომ გადაკეთდა სომხურად.

რა მდგომარეობაშია ეკლესია ამჟამად? - საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის კულტურის მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მოინახულა. ორივე მხარე ირწმუნება, რომ მათ მიზანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა წარმოადგენს, ხოლო ეკლესიების კუთვნილებაზე საუბარი არ ყოფილა.

ავტორი: ნინო ჩიჩუა