loader

"დასავლეთში ჩვენთვის ისე არავინ იბრძოდა, როგორც სააკაშვილი" - ალექსანდრე ლუკაშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასავლეთში ჩვენთვის ისე არავინ იბრძოდა, როგორც სააკაშვილი" - ალექსანდრე ლუკაშენკო

დასავლეთში ჩვენი ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის მეგობრობდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და ყოველთვის კარგად ახასიათებდა მას. "მიხეილ სააკაშვილი ამერიკას შენობით ელაპარაკებოდა. აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდნენ ბელორუსთან მიმართებაში და რომ არ იყო საჭირო სანქციები. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთში ეს არ მოეწონებოდათ", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.