loader

რა იპოვეს მაშველებმა დარიალჰესის გვირაბში ჩამოშლილ მიწის მასაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იპოვეს მაშველებმა დარიალჰესის გვირაბში ჩამოშლილ მიწის მასაში

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები დარიალჰესის გვირაბში საძიებო სამუშაოებს აგრძელებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დააშრეს და გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

მეწყერის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი აღმოჩნდა, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის 7 დაკარგულიდან ნაპოვნი არავინ არ არის.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

რა მდგომარეობაა დარიალის ხეობაში - მიმდინარე სამუშაოები შს მინისტრმა დაათვალიერა

დატბორილი მაგისტრალი და ევაკუაცია დარიალის ხეობაში - რეპორტაჟი სტიქიური უბედურების ზონიდან

Rescuers found truck and tractor in Dariali - Watch the video on georgianews.ge