loader

ნასვამმა მამაკაცმა მატარებელი გააჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნასვამმა მამაკაცმა მატარებელი გააჩერა

დიდ ბრიტანეთში მთვრალმა მამაკაცმა მატარებელი გააჩერა. 21 წლის ნათან ბარკერი თვითონ არ მჯდარა ვაგონში და არც საავარიო სახელური ჩამოუწევია, მაგრამ მატარებლის მთელი შემადგენლობა დაახლოებით ისე გააჩერა, როგორც ჩვენ ტაქსის ან მიკროავტობუსს ვაჩერებთ ხოლმე - მარტივად, ლიანდაგზე გადავიდა და მემანქანეს ხელი დაუქნია.

ბედად, მემანქანემ დროზე შენიშნა მთვრალი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბარკერი და მატარებლის გაჩერება მოასწრო, მართალია მისგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. მგონი, იმის თქმა ზედმეტია, რომ იმ საღამოდან მოყოლებული ბარკერი კარგა ხანს ვეღარ დალევს - სასამართლომ მას 16-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.