loader

ვითარება დარიალის ხეობაში: მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვითარება დარიალის ხეობაში: მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილები ამოიტანეს. მაშველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების დროს სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად - 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან 2 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს. მიწის მასაში ჯერჯერობით 2 ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას დაკარგული 4 პიროვნების საპოვნელად.

Bodies of two Russian citizens found in Dariali - Watch the video on georgianews.ge